• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    21
    მარტი
    ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას კიდევ 4 მუნიციპალიტეტი შეუერთდა

    საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ადვოკატირებით ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას კიდევ 4 მუნიციპალიტეტი შეუერთდა.

    ამჯერად დოკუმენტს ხელი მოაწერა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, ასევე დედოფლისწყაროს, დმანისისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა.

    ქარტია, რომელიც ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შეიქმნა, მუნიციპალიტეტებში ქალთა და კაცთა თანასწორობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, მუიციპალიტეტების მიერ ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად.

    ქარტიაზე მიერთებით თითოეული ხელმომწერი მხარე კისრულობს ვალდებულებას შეადგინოს თანასწორობის სამოქმედო გეგმა, სადაც განსაზღვრული იქნება ის პრიორიტეტები, ქმედებები და რესურსები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველსაყოფადაა საჭირო.

    საქართველოში აღნიშნული ქარტიის ხელმომწერი სულ 30 თვითმმართველი ერთეულია, თუმცა დოკუმენტთან მიერთების მზადყოფნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმაც გამოთქვეს.

    ქარტიის ადვოკატირება პროექტის – “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც ა.თ.ე.ა გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.