თებერვალი
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის გუნდი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს, მანანა ნარიმანიძეს შეხვდა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
თანამშრომლობის განხილვის მიზნით, შეხვედრები ასევე გაიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსს - იაგო წოწოკოლაურთან, დუშეთის ახალგაზრდული საბჭოსა და არაგვის თემთა განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებთან.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტი, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით გამოავლენს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერ ინიციატივებს, გააძლიერებს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებს შორის კოორდინაციას და დანერგავს სიახლეებს სამიზნე რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში.
პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პოლიტიკის ინსტიტუტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია.