მერიის სიახლეები
სექტემბერი
✅ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში სოციალური პოლიტიკისა და სოციალური პროგრამების დაგეგმვის მიზნით, ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებათა კვლევის ფოკუს-ჯგუფების თაობაზე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებმა მერიის სოციალურ სამსახურთან ტრენინგი გამართეს. ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო სტანდარტები, კვლევის მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები, კონკრეტული საჭიროებების იდენტიფიცირების მაგალითები და სხვადასხვა ქვეყნის წარმეტებული მუნიციპალური სოციალური პროგრამები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
✅ აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, მუშავდება სოციალური საჭიროებების შეფასების სახელმძღვანელო მითითებები და ინსტრუმენტები, ხოლო საპილოტე მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ სამუშაო ჯგუფებს უტარდებათ ტრენინგები და სამუშაო ადგილზე სწავლებები.