• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    24
    აპრილი
    ანანური-ავენისის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია

    დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფლების - ანანური-ავენისის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

    სარეაბილიტაციო სამუშაოები, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, მერის მოადგილეებმა - ბესიკ ბიჩნიგაურმა და თამაზ ფოლოდაშვილმა, ასევე მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, თეიმურაზ ბექაურმა დაათვალიერეს.

    ამ დროისთვის ადგილზე ხორციელდება ხიმინჯების მოწყობის, სარეგულაციო რკინა-ბეტონის კედლის მშენებლობისა და კალაპოტში დროებითი დამბების მოწყობის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს ხიდის ფოლადის კონსტრუქციის განახლება.

    პროექტის დასრულების შემდეგ, ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ორი სოფლის მოსახლეობა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას.

    ამასთანავე, აღნიშნული ხიდი მნიშვნელოვან კავშირს უზრუნველყოფს ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის ხორხის ხეობაში მდებარე ექვს სოფელთან.

    სამუშაოები რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 787 000 ლარს აღემატება.