მერიის სიახლეები
სექტემბერი
24 სექტემბერი 300 არაგველის ხსენების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში "დიდველის" ტერიტორიაზე,
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ,, დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისა" და ადგილობრივი მთიელი ახალგაზრდების ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართება სახალხო დღესასწაული ,,არაგველობა".
სადაც 12:00 საათიდან დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა- გაყიდვა;
️კუთხისათვის დამახასიათებელი სამზარეულოს ჩვენება- დაგემოვნება(ადგილობრივების მიერ);
დოღი;
ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება და სპორტული შეჯიბრებები (მკლავჭიდი და ბრძოლა წესების გარეშე);
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ყველასთვის საყვარელი ჯგუფი ,,ეგარი" და ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი "ქალილო".
დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება თვალი ადევნოს დოღის პირდაპირ ჩვენებას დრონისა და მონიტორის გამოყენებით.
გთხოვთ მობრძანდეთ!
დასწრება თავისუფალია.