მერიის სიახლეები
9
აპრილი
აპრილი
9 აპრილი
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.
ქალაქ დუშეთში მდებარე 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ვასილ წიკლაურმა და ოთარ ჩხეიძემ შეამკეს.
ადგილზე, ასევე, აღევლინა გმირთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში.