მერიის სიახლეები
აპრილი
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.
თარიღთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ქალაქ დუშეთში მდებარე მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, თეიმურაზ ბექაურმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა - ბესიკ ბიჩნიგაურმა და თამაზ ფოლოდაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუკრი უნდილაშვილმა და მოადგილეებმა - გიორგი ასლამაზიშვილმა და გვანცა ესტატიშვილმა.
მემორიალთან დუშეთის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა მამა გრიგოლმა აღავლინა გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ერთდროულად არის მწუხარებისა და სიხარულის დღე, რადგან 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებულ საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს.
დაღუპულ გმირებს პატივი ასევე მიაგეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.


