ივნისი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე ფშავში, არაგვის სათავგადასავლო ცენტრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც "არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი განვითარების" პროექტის ფარგლებში, ფესტივალი ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში, ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის ადგილობრივი სამზარეულოსა და ხალხური რეწვის მასტერკლასები გაიმართა. აგრეთვე, მოეწყო საბავშვო კუთხე, სადაც პატარებს შეეძლოთ ადგილობრივი ზღაპრებისა და ლეგენდების გმირებს გაცნობოდნენ.
ფესტივალს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ჩეხეთის, ავსტრიისა და სლოვაკეთის საელჩოების მხარდაჭერით გაიმართა, ხოლო
"არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი განვითარების" პროექტი "ევროპული ინიციატივის" გუნდის მიერაა ორგანიზებული.