• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    24
    ნოემბერი
    ასოციაცია "ანიკა" აცხადებს კონკურსს პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე

    📣ასოციაცია "ანიკა" აცხადებს კონკურსს პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე შესაბამისი 6 კანდიდატის მოსაძიებლად, პროექტის ფარგლებში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ინკლუზიურ გარემოში“ .

    ✅️გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენინგს, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტირებისთვის კვალიფიციური პერსონალური ასისტენტის (მათ შორის მომსახურების კოორდინატორის) მომზადება აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბების გზით.
    🔷️სპეციალიზებული ასისტენტის სატრენინო პროგრამა მოიცავს 15 საკითხიან საბაზისო კურსს, რომელიც შედგება 80 სატრენინგო საათისგან. აქედან თეორიული კურსი - 39 საათი, პრაქტიკა სუპერვიზიით და პრაქტიკული უნარების დემონსტრირება - 41 საათი. თეორიული ტესტირება - 1 საათი.

    ✅️მხოლოდ ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ, სერთიფიცირებული კანდიდატები დასაქმდებიან პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე.

    ▶️პერსონალური ასისიტენტის ძირითადი მოვალეობები:
     შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა მის მიერ განსაზღვრული ყოველდღიური აქტივობების შესრულებისთვის საჭირო ასისტირებით;

    ▶️ შშმ პირთა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმიანობების და აქტიური ცხოვრების მხარდაჭერა შშმ პირის ასაკის, შეზღუდვის ტიპის, ინდივიდუალური საჭიროებების და თავისებურებების გათვალისწინებით;
     პერსონალური ასისტენტის სამუშაო პროცესი მრავალფეროვანია და მოიცავს შშმ პირის
    მხარდაჭერას საკუთარი თავის მოვლის, კვების, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მუშაობისა და დასვენების, კომუნიკაციის, დღის დაგეგმვის ანდა სხვა
    აქტივობებში.

    🟢საჭირო კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

    კურსის გავლა შეუძლია საშუალო განათლების მქონე, შშმ პირთა ასისტირების (მხარდაჭერის) სფეროში დასაქმებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

    შერჩევის პროცედურა:
     ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე მიღებული დოკუმენტაციის განხილვა/შერჩევა
     გასაუბრება

    წარსადგენი დოკუმენტები:
     შევსებული აპლიკაციის ფორმა
    კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენს მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმა https://docs.google.com/…/1A8gq8Eo…/edit… 2023 წლის 10 დეკემბრამდე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე anikavacancy@gmail.com . გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ: „პერსონალური ასისტენტი - დუშეთი"

    ▶️ასოციაცია "ანიკა" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ 1997 წელს დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობაა.

    ✅️ასოციაცია „ანიკა“, პარტნიორ ორგანიზაცია სიღნაღის რეგიონის „სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი - თემი ქედელი“-თან ერთად იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ინკლუზიურ გარემოში“.

    🟢პროექტის მიზანია, დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური მომსახურების დანერგვა/განხორციელება. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.