• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    18
    აგვისტო
    აქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკეს

    2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

    „ქედს ვიხრი იმ მებრძოლების წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შესწირეს. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს. გმირების ხსოვნა მარადიულია,” - განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

    დაღუპულთა ხსოვნას პატივი, აგრეთვე, მიაგეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ბესიკ ბიჩნიგაურმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ასლამაზიშვილმა, მერის წარმომადგენელმა ქალაქ დუშეთში შალვა ინაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა, ადგილობრივებმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.