მარტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ფორმირების ფინალური ეტაპი მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის ხელმძღვანელს ნანა ჩქარეულს და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს ნათია ნამიჭეიშვილს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ რომ სამომავლოდ ერთობლივად იმუშავებენ დაკომპლექტებული ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს გაძლიერების მიმართულებით და ითანამშრომლებენ როგორც დაგეგმილ, ასევე სამომავლო პროექტების ფარგლებში.
ახალგაზრდული საბჭოს შერჩევის პროცესში მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან აგრეთვე ჩართულია განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.