• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    5
    ოქტომბერი
    ახალი სასწავლო წელი დუშეთის მუნიციპალიტეტში

    დღეს, დუშეთის მუნიციპალიტეტის 36 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით განახლდა.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ უნდილაშვილმა, ახალი სასწავლო წლის დაწყება სოფელ ანანურის პირველკლასელ მოსაწავლეებს პირადად მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სკოლებში აუცილებელია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, პირბადის ტარება და დისტანცია.

    მერის მოადგილესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ქეთო წიკლაური, რომლის ინფორმაციითაც, დღეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 292 პირველკლასელი შეუდგა სწავლას.

    აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ასევე მიმდინარეობს 3 საჯარო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია, ხოლო 11 სკოლას ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა.