• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    7
    ოქტომბერი
    ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებათა კვლევის პირველადი ანგარიშის პრეზენტაცია

    ✅დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში სოციალური პოლიტიკისა და სოციალური პროგრამების დაგეგმვის მიზნით, ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებათა კვლევის პირველადი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
    ▶️შეხვედრაზე მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა თამუნა ნადირაშვილმა სამუშაო ჯგუფთან ერთად დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლების დახმარებით შემუშავებული სამოქმედო გეგმა.
    აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს მუნიციპალურ სოციალურ პროგრამებში არსებული გამოწვევების აღმოფხვრას და მათი მოქმედების ეფექტიანობის გაზრდას, ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებათა კვლევის მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების გაუმჯობესების გზით.
    ✅️აღსანიშავია, რომ 10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საჭიროებათა კვლევის პირველადი ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება.
    ✅️დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მობრძანდეთ!
    ✅️დასწრება თავისუფალია