• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    23
    თებერვალი
    "ბავშვზე მორგებული მუნიციპალური სოციალური პროგრამების გაძლიერება"

    ✅დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია DDA-ს მიერ ორგანიზებულ ჰიბრიდულ შეხვედრას დაესწრო თემაზე: "ბავშვზე მორგებული მუნიციპალური სოციალური პროგრამების გაძლიერება".

    შეხვედრას ფიზიკური სახით ესწრებოდნენ როგორც სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და ბავშვები. შეხვედრას ასევე, ონლაინ ფორმატში ესწრებოდა 500-მდე ბავშვი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი.

    შეხვედრის განმავლობაში, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრმა, სოფო კილაძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა, პროექტში ჩართული თემატური სამინისტროების მინისტრის მოადგილეებმა და სხვა პირებმა. შეხვედრის განმავლობაში, ონლაინ ფორმატში, მონაწილეებს ასევე, სიტყვით მიმართა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიკიკო ოტანმა.

    ▶️მაცაცო ნარიმანიძემ მადლობა გადაუხადა UNICEF-ის წარმომადგენლობას მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ეს თემა ძალზედ მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობისათვის, რათა ბავშვებმა და მათმა ოჯახებმა ისარგებლონ მათ საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამებით.

    აღსანიშნავია, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, მთავრობის ადმინისტრაციისა და UNICEF-ის კოორდინირებული თანამშრომლობით, 2022 წელს შემუშავებული იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე განსაზღვრული უწყებათაშორისი კოორდინაციის წესის დამტკიცების შესახებ”. აღნიშნული წესის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, უწყებათაშორისი სისტემის გამართული, კოორდინირებული ფუნქციონირება. კოორდინაციის პროცედურებისთვის მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის მისაცემად შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტისა და კანონქვემდებარე აქტის პროექტები. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი და სხვა ინიციატორი დეპუტატების მიერ.

    სწორედ ზემოაღნიშნული და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ემსახურებოდა 20 თებერვალს გამართული შეხვედრა.