• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    5
    ივნისი
    ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

    დუშეთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო აქტივობები გაიმართა.

    ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილეებთან — ბესიკ ბიჩნიგაურთან და თამაზ ფოლოდაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ასლამაზიშვილთან და მოადგილე გვანცა ესტატიშვილთან ერთად დაესწრო.

    მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს, ჯანმრთელობა, ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი უსურვეს.

    ღონისძიების ფარგლებში პატარებისთვის მოეწყო გასაბერი ბატუტები, საპნის ბუშტებისა და დრამერების შოუ. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ანიმატორები, ზღაპრის პერსონაჟები, ტრანსფორმერები და ოჩოფეხები ზრუნავდნენ. ასევე ჩატარდა სახეზე ხატვისა და კარიკატურების ხატვის აქტივობა და გაიმართა საბავშვო კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

    ღონისძიებაზე წარმოდგენილი ყველა გასართობი აქტივობა და ატრაქციონი ბავშვებისთვის უფასო იყო.

    საბავშვო აქტივობები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.