ივლისი
ბერძნულ-ქართულ კულტურულ ასოციაციასთან არსებულმა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „ივერიელებმა“, ადგილობრივ ცეკვის ანსამბლ „შადიანთან“ ერთად, დუშეთის კულტურის სახლში კონცერტი გამართა.
ღონისძიება ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაცის ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ „ივერიელების“ წევრები საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები არიან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ქართული კულტურის შესწავლაში. სწავლობენ ქართულ სიმღერასა და ცეკვას.
ამ სახით ისინი ინარჩუნებენ სამშობლოსთან კავშირს.
კონცერტის დასასრულს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის წარმომადგენლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.