• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    23
    მაისი
    ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

    🍀ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ ქალაქ დუშეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მათ პედაგოგს მარინა კახიშვილს უმასპინძლა.

    ☘️ ამ დღის აღსანიშნავად, მოსწავლეებმა მერს წარუდგინეს პრეზენტაცია თემაზე: “ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის წითელი ნუსხის სახეობები და ბიომრავალფეროვნება". აღნიშნული თემის ფარგლებში მათ ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: ბიომრავალფეროვნება და საქართველო, არსებული საფრთხეები და დაცვის მექანიზმები.

    ☘️ მოსწავლეები აგრეთვე შეხვდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს კახაბერ ჩიტაურს და თავმჯდომარის მოადგილეს გვანცა ესტატიშვილს, რომელთაც ამ თემაზე შექმნილი საინფორმაციო ბროშურები გადასცეს.

    ☘️ცნობისათვის, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე 22 მაისს 2000 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს, ბიომრავალფეროვნების დაცვის პოპულარიზაციას, ცნობიერების ამაღლებასა და მისი მნიშვნელობის გაგებას.