მერიის სიახლეები
მაისი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან და თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი ასლამაზიშვილთან ერთად, ქალაქ დუშეთის N1 და N2 საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასელთა გამოსაშვვებ ღონისძიებას დაესწრო.
თამაზ ფოლოდაშვილმა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.
„მინდა მოგილოცოთ სკოლის დამთავრება. დღევანდელი დღე ერთ-ერთი განსაკუთრებულია, მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება თქვენს ცხოვრებაში. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ წარმატებასა და თქვენი გეგმების განხორციელებას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ,“ - განაცხადა თამაზ ფოლოდაშვილმა.
მეთორმეტე კლასელთა გამოსაშვებ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავით ოსეფაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები


