ოქტომბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს ანა ჩხეიძეს და ია დადუნაშვილს შეხვდა.
შეხვედრა შეეხებოდა UNDP-ს და დუშეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით შემუშავებული 2023 წლის საბიუჯეტო პროგრამის ,,ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის ხელშეწყობის" ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების განხილვასა და შეფასებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის ფარგლებში ერთობლივად დაფინანსებული ადგილობრივი მეწარმე ქალები, რომლებმაც ისაუბრეს მხარდაჭერის შედეგად მიღებული გამოცდილების შესახებ.
შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებობებიც.