• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    13
    მარტი
    განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის(EDEC) მიერ ორგანიზებული ტრენინგი

    ✅️დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისათვის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის(EDEC) მიერ ორგანიზებული ტრენინგი გაიმართა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელის გაცნობა, მისი არსისა და მნიშვნელობის გაზიარება, ფორუმის ჩატარების მეთოდოლოგიისა და საორგანიზაციო კომიტეტის ფუნქციების შესახებ მონაწილეთა ინფორმირება.

    🔷️ტრენინგზე მონაწილეებმა შეარჩიეს პრიორიტეტები და გაეცნენ იმ მნიშვნელოვან საორგანიზაციო საკითხებს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ფორუმების დაგეგვისა და ორგანიზების დროს.

    ▶️ტრენინგს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე, ლიკა კილაძე და ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი

    დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი უძღვებოდნენ. მათი თქმით, დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ფორუმის სახით ჩატარებასა და 2024 წლის ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

    ➡️ტრენინგი პროექტის ,,მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ

    მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც განათლების

    განვითარების და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)

    მხარდაჭერით ახორციელებს.

    ✅️ პროექტის მიზანია საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში

    (ბაღდათი, ამბროლაური, დუშეთი) ადგილობრივი თვითმმართველობის

    წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ღია დიალოგის ხელშეწყობა და

    მოსახლეობის მონაწილეობითი როლის გაზრდა ადგილობრივი მნიშვნელობის

    საკითხების გადაწყვეტის პროცესში.