მერიის სიახლეები
მაისი
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მე-19 კილომეტრიდან ქალაქ დუშეთამდე გარე განათების ახალი სისტემის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
პროექტის მიმდინარეობას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში 5 კილომეტრამდე საავტომობილო გზის მონაკვეთზე სრულად შეიცვალა ამორტიზებული ბოძები. სამუშაოები 1 223 075 ლარით რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას.
განხორციელებული სამუშაოები ასევე დაათვალიერეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაურმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვამჯდომარის მოადგილე ლევან შერმადინმა, სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლებმა


