დეკემბერი
🔷️დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია გრძელდება.
✅️ამჟამად ადგილობრივ ახალგაზრდებს გენდერული როლების, სტერეოტიპების და თანასწორობის თაობაზე თბილისის მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე და თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე ესაუბრნენ.
🔷️შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
🌎აღსანიშნავია, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია მსოფლიოში 30 წელზე მეტია აღინიშნება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
📍კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს იწყება და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, 10 დეკემბერს, სრულდება.