• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    16
    მარტი
    გზებზე გაწმენდითი სამუშაოები კვლავ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

    ❄ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები კვლავ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის. მათ შორის იწმინდება სოფლის შიდა საუბნო გზები.

    ❄დუშეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აღნიშნულ პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური თუ ადამიანური რესურსით, რათა მოქალაქეებმა დროულად და უსაფრთხოდ შეძლონ გადაადგილება.

    ✔პროცესში პირადად არის ჩართული და მონიტორინგს ახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე.