მერიის სიახლეები
მარტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თოვა ნაწილობრივ შეწყდა და ამ ეტაპზე აქტიურად იწმინდება შიდა სასოფლო გზები.
გაიწმინდა გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლები, სადაც მხოლოდ თოთიაურებში მცხოვრები 1 ოჯახი რჩება ზვავსაშიშროების გამო მისასვლელი გზის გარეშე, თუმცა ხეობაში ინტერნეტი და სატელეფონო კომუნიკაცია აღდგენილია და ოჯახთან შენარჩუნებულია კონტაქტი.
ტექნიკა მუშაობს უკანაფშავშის, ფშავის, ფასანაურის და ქვეშეთის ადმინისტრაციულ სოფლებშიც, ამის შემდეგ კი ტრაქტორი გაწმენდს სოფელ დავათში მისასვლელ გზას.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან და ეტაპობრივად ეცნობიან არსებულ საჭიროებებს, რათა უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემები გზებზე დროულად აღმოიფხვრას.