თებერვალი
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთვის წარდგენილია დაბა ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების კონცეფციები, რომლებიც ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს. დაბა ფასანაურის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა ჩატარდება 26 მარტს, 14:00 საათზე, ი. ტრიპოლსკის სახელობის ფასანაურის N1 საჯარო სკოლაში მისამართზე: დაბა ფასანაური, კოსტავას ქ. N33. სოფლების - ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების კონცეფციების საჯარო განხილვა გაიმართება 27 მარტს, 13:00 საათზე, ბარისახოს საჯარო სკოლაში, მისამართზე: სოფელი ბარისახო.
საჯარო განხილვაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, ხოლო 15 სამუშაო დღის ვადაში მიიღება წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge; ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართი: ქ. დუშეთი, რუსთაველის ქ. N27. დოკუმენტაცია სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და კონსულტანტს (ერთობლივი საწარმოს Groupe Huit (Lead; France) and Artstudio Project (JV partner; Georgia) შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შემუშავდა. დაგეგმვის მიზანია დასახლებების მდგრადი განვითარება, საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
განსახილველი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: - ბარისახოს განაშენიანების გეგმის კონცეფცია , როშკის განაშენიანების გეგმის კონცეფცია , ფასანაურის განაშენიანების გეგმის კონცეფცია


