ივლისი
მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნული ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტის რუსუდან თაყაიშვილის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ კულტურულ-საგანამანათლებლო ცენტრის მხარდაჭერით, დაბა ფასანაურის მუსიკალურ სკოლაში მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, ცნობილმა პიანისტმა თამარ ლიჩელმა მსმენელისათვის საყვარელი რამდენიმე კლასიკური ნაწარმოები შეასრულა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია უახლოეს მომავალში დაგეგმილი საფორტეპიანო კონკურსების თაობაზე.
სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტმა მონაზონმა ნინომ (სამხარაძე) ისაუბრა საეკლესიო მუსიკის განვითარების საწყისებზე საქართველოში, ხოლო კონსერვატორიის დოქტორანტმა ნია ბარაბაძემ ხაზი გაუსვა ელექტრონული მუსიკის ისტორიას და ისაუბრა იმ წარმომადგენლებზე რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ამ მიმდინარეობას საქართველოში.
ღონისძიებას სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად ესწრებოდნენ მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი უფროსი ქეთო წიკლაური, საკრებულოს სოციალურ საკითხთა თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი, ააიპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ჯემალ დამაცალაშვილი, ფასანაურის მუსიკალური სკოლის დირექტორი თამაზ მელიწკაური, ქალაქ დუშეთის მუსიკალური სკოლის დირექტორი ციცი მასურაშვილი და დაბა ჟინვალის მუსიკალური სკოლის დირექტორი თინა მარაული.
ღონისძიების დასასრულს, მხარეებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ სამომავლო კულტურულ-შემოქმედებით აქტივობებზე ისაუბრეს და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.