სექტემბერი
,,დაგეგმე შენი ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ქალაქ დუშეთში გაიმართა.
მოსახლეობას გავაცანით ინფორმაცია საპროექტო იდეების წარდგენის წესისა და ვადების შესახებ.
საპროექტო წინადადება უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის მოწყობას ან სერვისის შექმნას, რომლითაც ყველა მოქალაქე შეუფერხებლად ისარგებლებს;
პროექტის სავარაუდო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 250 000 ლარს.
საპროექტო იდეების მიღების ვადა იწურება 30 სექტემბერს.
პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო
თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ - Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერით პროგრამის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში