• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    26
    მაისი
    დამოუკიდებლობის დღე

    საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დუშეთის მუნიციპალიტეტში საზეიმოდ აღინიშნა.

    ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, მერის წარმომადგენელი დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი, პირველი მოადგილე გიორგი ასლამაზიშვილი, მოადგილე გვანცა ესტატიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც გვახსენებს თავისუფლებისთვის ბრძოლასა და ჩვენი წინაპრების თავდადებას. დამოუკიდებლობა ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელსაც ერთად უნდა გავუფრთხილდეთ და მომავალ თაობებს ღირსეულად გადავცეთ.“ - განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

    ღონისძიების ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისა და ა(ა)იპ დუშეთის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული აქტივობები მიმდინარეობდა. მათ შორის გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.