4
ივნისი
ივნისი
დასრულდა შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-რეაბილიტაცია
ქ. დუშეთში, მილახვრიანთ დასახლებაში დასრულდა შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 9019 ლარია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
დასრულებული სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილმა დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „საგზაო 7“-მა შეასრულა.