• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    15
    მაისი
    დასუფთავების აქცია

    გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზამთრის ტურისტული სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის ორგანიზებით, დასუფთავების აქცია გაიმართა.

    აქციის მიმდინარეობას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ ჩიტაური, მერის მოადგილესთან, ბესიკ ბიჩნიგაურთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან, მოადგილე თეიმურაზ ბექაურთან, და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

    გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდის მიზნით, მსგავსი ტიპის აქტივობები დუშეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პერმანენტულად იმართება, რაც გარემოს სისუფთავისა და ეკოლოგიურად ჯანსაღი სივრცის შექმნას უწყობს ხელს