მერიის სიახლეები
აპრილი
ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში, ,,დედაენის" დღის კვირეულის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეებს ქართულ კალიგრაფიაში მასტერ კლასი ჩაუტარა ცენტრის თანამშრომელმა დავით მაისურაძემ.
კულტურის სახლის ფოიეში გამოფენილი ფოტოგამოფენის ,,აფხაზეთის'' შესახებ ისაუბრა ისტორიკოსმა ნესტან ბაგაურმა.აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ხელნაწერები, საარქივო დოკუმენტები, ისტორიული საბუთების ასლები, მათ შორის ალავერდის, გელათის, ვანის და მოქვის ოთხთავები.
ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან, საკრებულოს და მერიის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთო წიკლაური, საკრებულოს კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ჯემალ დამაცალაშვილი.