• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    28
    მარტი
    “დედამიწის საათთან" დაკავშირებით ქალაქ დუშეთში თემატური აქტივობა გაიმართა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, მსოფლიო საერთაშორისო ეკოლოგიურ აქციასთან, “დედამიწის საათთან", დაკავშირებით, ქალაქ დუშეთში თემატური აქტივობა გაიმართა.

    ღონისძიება ქალაქ დუშეთის I საჯარო სკოლის "ეკო-კლუბისა" და მისი ხელმძღვანელის მარინა კახიშვილის ინიციატივით ჩატარდა. აქტივობა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, "დედამიწის საათის" აღსანიშნად, სანთლების დანთებასა და ფრანების გაშვებას გულისხმობდა.

    ღონისძიებაში მერის წარმომადგენელი ქალაქ დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი, მოადგილეები - გიორგი ასლამაზიშვილი, გვანცა ესტატიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და „წითელი ჯვრის“ მოხალისეები მონაწილეობდნენ.

    საერთაშორისო ეკოლოგიური აქცია “დედამიწის საათი" ყოველწლიურად, მარტის ბოლო შაბათს, 20:30 საათიდან 21:30 საათამდე ელექტროენერგიის მოხმარების შეწყვეტას გულისხმობს. პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით დაიწყო და მისი მიზანია ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების მიმართ ცნობადობის ამაღლება, ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის პოპულარიზაცია.