მერიის სიახლეები
მარტი
25 მარტს, ქალაქი დუშეთი ტრადიციულად შეუერთდა მსოფლიო საერთაშორისო ეკოლოგიურ აქციას “დედამიწის საათი”, რომელიც 20:30 საათიდან 21:30 საათამდე ელექტროენერგიის მოხმარების
შეწყვეტას გულისხმობს.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სიმბოლური ღონისძიება I საჯარო სკოლის "ეკო-კლუბის" და მისი ხელმძღვანელის მარინა კახიშვილის ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.
ეკოლოგიური აქციის ფარგლებში, ერთი საათით, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ცენტრის
მიმდებარე ტერიტორიისა და ადმინისტრაციული შენობებისათვის. მოედანზე შეკრებილებმა კი, "დედამიწის საათის" აღსანიშნად სანთლები აანთეს და ფრანები გაუშვეს.
ღონისძიებაში, სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად, მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული საბჭოს წევრები, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და საზოგადოება "წითელი ჯვრის" მოხალისეები.
ცნობისათვის, ,,დედამიწის საათს" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ყოველწლიურად, მარტის ბოლო შაბათს აღნიშნავენ. პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF)
ინიციატივით დაიწყო და მისი მიზანია ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების მიმართ ცნობადობის ამაღლება, ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის პოპულარიზაცია.