• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    3
    დეკემბერი
    3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

    🔷 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა.

    ✅️ამ თარიღთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული საბჭოს წევრები საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისის თავმჯდომარესთან გიორგი ასლამაზიშვილთან და "წითელი ჯვრის" ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებთან ერთად, დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში იმყოფებოდნენ.

    🔷მათ პანსიონატის 47 ბენეფიციარს მუნიციპალიტეტის სახელით სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს.

    🔷 აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული ჩართულობის უზრუნველყოფას.