• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    23
    დეკემბერი
    25 დეკემბერი წინასაახალწლო ღონისძიება

    25 დეკემბერს, ქალაქ დუშეთის ცენტრალურ მოედანზე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართება.

    სადღესასწაულო ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება. მოეწყობა საახალწლო ბაზრობა, გამოიფინება ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები.
    14:00სთ - ქალაქში საზეიმოდ შემობრძანდებიან ზღაპრის გმირები და თოვლის პაპა.
    14:20სთ - გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით: მუსიკალური ბენდი "B-სი", ქორეოგრაფიული ანსამბლი "შადიანი", დუშეთის მედოლეთა ანსამბლი და სამეჯლისო ცეკვების სტუდია "VIP Dance Studio"
    16:00სთ - სხვა მხიარულ აქტივობებთან ერთად, ვუმასპინძლებთ თოჯინების სპექტაკლსა და აზოტის შოუს.
    16:30 საათიდან კი, მთავარ კონცერტზე გელოდებით!
    ზუკა ხუციშვილი & ბენდი, თიკა ჯამბურია, ლუკა და გიო ჭოხონელიძეები თქვენი საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ!
    19:00 საათზე ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება 

    გთხოვთ, მობრძანდეთ!
    ერთად ვიზეიმოთ შობა-ახალი წელი! 

    აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
    63-ვე მუნიციპალიტეტში საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები და საბავშვო გასართობი სივრცეები მოეწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
    საღამოს საათებში კი როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები გაიმართება.
    ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით.

    ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.