ივლისი
დუშეთის ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდმა "დუშეთი-კოსმომ" მასტერ ლიგის შეხვედრაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და თეთრიწყაროს "კუმისი" ანგარიშით 5-2 დაამარცხა.
მასტერლიგის ორგანიზატორების მიერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ნიკოლეიშვილი დასახელდა.
აღნიშნულ მატჩს ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე ოჯახთან ერთად და საკრებულოს კულტურის, სპორტის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დუშელი ახალგაზრდების ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით შექმნილი ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდი „დუშეთი კოსმო“ მონაწილეობს მასტერ-ლიგა 3-ის ჩემპიონატში, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.