სექტემბერი
დუშეთის ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდმა "დუშეთი-კოსმომ" მასტერ ლიგის შეხვედრაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ნინოწმინდის გუნდი ანგარიშით 7-5 დაამარცხა.
მასტერლიგის ორგანიზატორების მიერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ცოტნე თანიაშვილი დასახელდა.
აღნიშნულ მატჩს ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდა საკრებულოს სოციალურ და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს დუშეთის "კოსმოს" ამ გამარჯვებას და კიდევ მეტ წარმატებას უსურვებს.