ივნისი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის N3 საბავშვო ბაღში გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.
აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას მათი საყვარელი სიმღერები, ცეკვები და ლექსები წარუდგინეს.
ღონისძიებას მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარებს მიულოცეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა და წარმატებული მომავალი უსურვეს.