• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    23
    ივნისი
    დუშეთის ბენდის სოლო კონცერტი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და ფონდი "ჰარმონიას" მხარდაჭერით, ხ. სავანელის სახელობის მუსიკალური ფესტივალი დუშეთის ბენდის სოლო კონცერტით დასრულდა. ბენდის წევრები მსმენელის წინაშე ქართული და უცხოური მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ.

    ფესტივალი ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც გამართულ კონცერტებზე მაყურებელს საშუალება ჰქონდა მოესმინა სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებები.

    დასკვნითი კონცერტის დასასრულს საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა პიანისტმა ვატო ჟორდანიამ მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს, უსურვა წარმატებები და ისაუბრა ფესტივალის მნიშვნელობაზე. ასევე, აღნიშნა რომ ხ. სავანელის სახელობის მუსიკალური ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, უფრო მასშტაბური იქნება და მუსიკის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

    შეგახსენებთ, რომ დირიჟორი ხარლამპ სავანელი 1842 წელს დაიბადა ქალაქ დუშეთში. მან 1873 წელს დააარსა სასიმღერო სკოლა, სადაც სიმღერასთან ერთად ისწავლებოდა ელემენტარული თეორიაც. მისი ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა პროფესიულ სამუსიკო განათლებას საქართველოსა და ამიერკავკასიაში, ხოლო 1876 წელს აღნიშნული სკოლა გადაკეთდა სამუსიკო სკოლად, 1880 წელს - სამუსიკო სასწავლებლად, ხოლო 1917 წელს მის ბაზაზე გაიხსნა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.