• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    10
    მარტი
    დუშეთის მუნიციპალიტეტიდან ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

    🇬🇪🇺🇦პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.

    🇬🇪🇺🇦 უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი დუშეთის მუნიციპალიტეტიდან თბილისში დღეს გაიგზავნა.

    🇬🇪🇺🇦 აქციის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების ჩართულობით პირველადი საჭიროების ნივთები, მედიკამენტები და არამალფუჭებადი პროდუქტები შეგროვდა.

    🇬🇪🇺🇦დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს უკრაინის დასახმარებელ ჰუმანიტარულ აქციაში აქტიური ჩართულობისთვის.