1
თებერვალი
თებერვალი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს:
ამ დროისათვის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში გაწმენდილია მათურხევი-ხოშარა-ახადი-უკანაფშავის საავტომობილო გზის მონაკვეთი;
ხოლო მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიწმინდა კაწალხევის-ხომის მონაკვეთი.
მოსახლეობას გთხოვთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტით.