მარტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატთან დიმიტრი ხუნდაძესთან, მერის წარმომადგენელთან ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან - გიორგი ასლამაზიშვილთან, გვანცა ესტატიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს ესტუმრა და დედის დღე მიულოცა.
„მრავალშვილიანი დედების ღვაწლი განუსაზღვრელია ქვეყნის წინაშე. მინდა,მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ. თქვენ ხართ გმირი დედები, რადგან ამდენ მამულიშვილს უზრდით ქვეყანას,“ - განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა. დღესასწაულთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 110 მრავალშვილიან დედას, რომლებსაც 4 და მეტი შვილი ჰყავს, საჩუქრად ყვავილები და სასურსათე ნობათი გადაეცათ.


