მარტი
ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში გამართულ შემოქმედებით საღამოში სიმღერისა და ცეკვის ადგილობრივი ანსამბლები - „ქალილო“, „დუშეთის ბენდი“, "მნათე", „შადიანი“ და „VIP DANCE STUDIO” მონაწილეობდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამსწრე ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს და ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება უსურვეს. ასევე, თარიღთან დაკავშირებით, შემოქმედებით საღამოზე დამსწრე ქალბატონებს სიმბოლურად ყვავილები გადაეცათ.
ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი, მერის მოადგილეები - ბესიკ ბიჩნიგაური, თამაზ ფოლოდაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - გიორგი ასლამაზიშვილი, გვანცა ესტატიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


