ნოემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილეებთან - ვასილ წიკლაურთან, ბესიკ ბიჩნიგაურთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან ერთად, სოფლებში - ბაზალეთსა და მჭადიჯვარში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, სოფელ ბაზალეთში ოთხ მონაკვეთზე მიმდინარეობს შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
სამუშაოები ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებასა და სანიაღვრე არხების მოწყობას.
ასევე, სოფელ მჭადიჯვარში გრძელდება ხევის გაწმენდის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში, სოფლის ხიდის მიმდებარედ იწმინდება 2000 მეტრამდე სიგრძისა და 10 მეტრის სიგანის ხევი.
სამუშაოები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.


