• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    6
    თებერვალი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური სოფელ მჭადიჯვარში ხევის გაწმენდის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილე - ბესიკ ბიჩნიგაურთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ლევან შერმადინთან ერთად, სოფელ მჭადიჯვარში ხევის გაწმენდის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში, სოფლის ხიდის მიმდებარედ გაიწმინდა 2000 მეტრამდე სიგრძისა და 10 მეტრის სიგანის ხევი.

    სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. დასრულებული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ასევე დაათვალიერეს ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.