• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    6
    ოქტომბერი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ყველა მასწავლებელს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს!

    🔷️დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ყველა მასწავლებელს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს! ,,ძვირფასო მასწავლებლებო, განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ თითოეული თქვენგანის და იმ დიდი ღვაწლის მიმართ, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული.

    მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვა არის ის პრიორიტეტი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მთავრობის უმთავრეს ღირებულებას. სწორედ ამ მიზნით, იზრდება სკოლების რეაბილიტაციისა და მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების დაფინანსება, რადგან მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია არსებულ გამოწვევებთან და პრობლემებთან გამკლავება.

    გისურვებთ წარმატებას საპატიო კარიერულ გზაზე! გეხაროთ თქვენი აღზრდილების წარმატებებით! ქედს ვიხრი ყველა მასწავლებლის წინაშე." - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე.