• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    2
    მარტი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია დაიწყო

    ✅ როგორც თქვენთვის ცნობილია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია დაიწყო

    🔖 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწყო სპეციალური პუნქტი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, ბიზნეს სექტორსა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია უკრაინის დასახმარებლად პირველადი საჭიროების ნივთები მოიტანონ და ჩაერთონ ჰუმანიტარულ აქციაში.

    📍 უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სპეციალურად მოწყობილ პუნქტში მსურველებს შეუძლიათ მიიტანონ შემდეგი სახის პროდუქტი და ნივთები:

    🔖 საკვები პროდუქტები და სასმელი

    ▶️ დაკონსერვებული პროდუქტები - (ქათამი, თევზი, ღორი, საქონლის ხორცი, პაშტეტი)

    ▶️ ბურღული - წიწიბურა, მაკარონი, ვერმიშელი, შვრიის ფანტელი, ბრინჯი, საფუარი (მშრალი) და სხვა.

    ▶️ ჩირი (მშრალი ჩირი), ჩუჩხელა, თხილი, ნიგოზი, მურაბები, ჯემები, ხილფაფები, წვენები, ჩაი, მინერალური წყალი, შედედებული რძე, თაფლი, ორცხობილა, ვაფლი (შეფუთული)

    ▶️ შაქარი, მარილი, ზეთი და სხვა არა მალფუჭებადი საკვები პროდუქტი

    🔖 ჰიგიენური პროდუქტი

    ▶️კბილის პასტა, საპონი, შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი, ქალის ჰიგიენური საშუალებები, საპარსი, პირსახოცი (ტანის, ხელის, სახის),პატარა დასაკეცი სარკე და სხვა მსგავსი საშუალებები

    ▶️პირველადი სამედიცინო საშუალებები

    პირველადი დახმარების საშუალებები - წნევის საზომი და შაქრის საზომი, ბინტი, მარლა, ბამბა, სამედიცინო ხელთათმანი, იოდის სპირტხსნარი 5%, სამედიცინო სპირტი, ნიშადურის სპირტი, წყალბადის ზეჟანგი 3% 100მლ, ჰერმოსტატიური ღრუბელი, ლიდოკაინი, შპრიცი, კათეტერი, სტერილური წებოვანი საფენი 10/10სმ, საწვეთურები, სისხლის გადასხმის ნაკრები, ლეიკოპლასტირი, ანტიბიოტიკი, ჰიგიენური ხელსახოცი, ბავშვის საფენები (პამპერსები),

    🔖 ტანსაცმელი

    ▶️ ჩვეულებრივი და ზამთრის თბილი ტანსაცმელი

    ▶️ საბავშვო ტანსაცმელი და სხვა მსგავსი ნივთები

    🔖 სხვადასხვა დასახელების ნივთები

    ▶️ ლეიბები, საბნები, გადასაფარებლები, პლედები, კარავი 4 ან მეტი ადამიანისათვის, ბრეზენტი, იატაკისს საიზოლაციო მასალა, საწვავის ავზი, პლასტმასის ნაწარმი, ცხოველთა საკვები, სხვა მსგავსი პროდუქტი

    🔖 შეგახსენებთ რომ ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.