• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    1
    აგვისტო
    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, პროექტ „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში, მოქალაქეთა ინიციატივების მიღება დაიწყო

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, პროექტ „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში, მოქალაქეთა ინიციატივების მიღება დაიწყო.

    დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამაში ჩასართავად, უნდა მოიფიქრონ საპროექტო იდეები, შეავსონ განაცხადის ფორმა და წარუდგინონ მერიას.

    საპროექტო წინადადების სავარაუდო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 200 000 ლარს.

    მოქალაქის მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეა შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

    საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

    საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის უფლებამოსილებებში;

    საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 200 000 ლარს;

    წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც არსებული ბიუჯეტში;

    პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი).

    საპროექტო წინადადება, რომელიც სრულყოფილად არ იქნება შევსებული, არ განიხილება.

    გამარჯვებული პროექტები დუშეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

    განაცხადების მიღება 17 აგვისტოს დასრულდება.

    მოქალაქეების მიერ წარდგენილი საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევის შემდეგ კენჭისყრის ეტაპზე გადავა მხოლოდ ის განაცხადებები, რომლებიც საპროექტო წინადადებისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

    კენჭისყრის შედეგად ყველაზე მეტი ხმის მქონე საპროექტო იდეა ქალაქ დუშეთიდან 200 000 ლარით დაფინანსდება, ასევე 200 000 ლარით დაფინანსდება დაბებში: ჟინვალსა და ფასანაურში გამარჯვებული საპროექტო წინადადება, 200 000 ლარია განსაზღვრული - სოფლების ინიციატივისთვის.

    განაცხადის ფორმის შევსება შეგიძლიათ ბმულზე:  სააპლიკაციო ფორმა