• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    12
    დეკემბერი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა.

    შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.

    საბჭოს შემადგენლობაში არიან მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ-ის, განათლების სამინისტროს რესურსცენტრის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები.