სექტემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო თანასწორობის მიმართულებით სახალხო დამცველის მანდატს, სექსუალური შევიწროების არსსა და სექსუალური შევიწროების პრევენციის შიდა მექანიზმის შემუშავების საკითხებს.
ასევე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები გაეცნენ სახალხო დამცველის პრაქტიკას და კონკრეტული მაგალითების განხილვის გზით, მიიღეს ინფორმაცია აღნიშნული პრობლემების იდენტიფიცირების მიმართულებით.